წესები და პირობები

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ აქ მოცემულ წესებს, რადგან თქვენ მიერ ამ ვებ გვერდზე განხორციელებული ნებისმიერი ქმედება ავტომატურად გულისხმობს, რომ თქვენ ეთანხმებით ამ წესებსა და პირობებს. რა თქმა უნდა, თქვენ გაქვთ არჩევანის თავისუფლება, თუ არ ეთანხმებით რომელიმე პირობას/წესს, თქვენ შეგიძლიათ არ ისარგებლოთ ვებ გვერდით შემოთავაზებული ნებისმიერი სახის მომსახურებით ან/და შესაძლებლობით. დეტალური ინფორმაცია ვებ გვერდის, მისი ადმინისტრაციის და თქვენი უფლებების და მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ.

წესების და პირობების შესახებ შეთანხმების მხარეები:

ჩვენ – ვებ გვერდი/ვებ გვერდის ადმინისტრაცია/ვებ გვერდის მესაკუთრე – შპს „ნავი“ (ს/კ 402176783), შემდგომში მოხსენიებული, როგორც “Unbox.Wine”, „მომსახურების მიმწოდებელი/მიმწოდებელი“, „ვებ გვერდი“, „ვებ გვერდის ადმინისტრაცია“, „მომსახურების გამწევი“ და „პლატფორმა“. Unbox.wine არის შპს „ნავის“ საკუთრება. 

თქვენ –  მომხმარებელი, 18 წელს მიღწეული ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომელსაც ნებისმიერი ტექნიკური საშუალებით აქვს წვდომა წინამდებარე ვებ გვერდზე. შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მომხმარებელი“, „დამკვეთი“, „მომსახურების მიმღები“ და „კლიენტი“.

მომხმარებელი შესაძლებელია იყოს სერვისის დამკვეთი, მას შემდგომ რაც ვებ გვერდზე გაივლის ავტორიზაციას/რეგისტრაციას. მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებელს აქვს უფლება ისარგებლოს ვებ გვერდის იმ მომსახურებით, რომელიც გულისხმობს ვებ გვერდზე განთავსებული პროდუქციის შეძენის გამარტივებული ხერხით სარგებლობას. ვებ გვერდზე რეგისტრაცია, შეუძლია მხოლოდ 18 წელს მიღწეულ ფიზიკურ პირს, შესაბამისად თუ თქვენ რეგისტრირდებით წინამდებარე ვებ გვერდზე ადასტურებთ რომ ხართ სრულწლოვანი. 

პრეამბულა:

  • წინამდებარე წესები და პირობები არეგულირებს ვებ გვერდზე მოცემული მომსახურების გამოყენებას და განსაზღვრავს მის სამართლებრივ ფარგლებს. წინამდებარე ვებ გვვერდით სარგებლობა ავტომატურად გულისხმობს, რომ Unbox.wine-ს და მომხმარებელს შორის დადებულია წინამდებარე ხელშეკრულება/შეთანხმება, რომელსაც აქვს იურიდიული ძალა. 
  • ნებისმიერი საკითხი, რომელიც ეხება ვებ გვერდსა და მისი მომხმარებლის ურთიერთობას რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, მიუხედავად მომხმარებლის უშუალო ადგიმდებარეობისა ან/და რომელი ადგილმდებარეობიდან განხორციელდა შეკვეთა, ანგარიშსწორება, მიწოდება ან/და წვდომა ვებ გვერდზე. 
  • გასათვალისწინებელია, რომ არ აქვს მნიშვნელობა რომელი ტექნიკური საშუალებით ახდენს მომხმარებელი ვებ გვერდზე წვდომას, მის მიერ ნებისმიერი განხორციელებული ქმედება განიხილება ამ წესების და პირობების ფარგლებში. 
  • Unbox.wine წარმოადგენს ონლაინ პლატფორმას, სადაც მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს ალკოჰოლური სასმელი . აქედან გამომდინარე, ვებ გვერდზე მკაცრად განისაზღვრება წესი, რომლის მიხედვით Unbox.wine-ზე რეგისტრაცია შეუძლია მხოლოდ 18 წელს მიღწეულ ფიზიკურ პირს, რაც გულისხმობს, რომ მომხმარებელი რეგისტრაციისას ადასტურებს, რომ ის არის სრულწლოვანი. 
  • მომხმარებელი ვალდებულია რეგისტრაციისას/ავტორიზაციისას მიაწოდოს/წარადგინოს ვებ გვერდზე ზუსტი და სწორი ინფორმაცია. 
  • Unbox.wine-ს გააჩნია ექსკლუზიური უფლებამოსილება ერთპიროვნულად შეცვალოს თავის ვებ გევრდზე არსებული პროდუქციის ფასები/რაოდენობა, გააუქმოს ან/და დაამატოს ნებისმეირი პროდუქტი/ინფორმაცია, წინამდებარე წესები და პირობები და სხვა ვებ გვერდთან აფილირებული საკითხი მომხმარებლის დამატებითი/წინასწარი ინფორმაციის მიწოდების გარეშე. რა თქმა უნდა, ნებისმიერი წესი და პირობა მხოლოდ მას შემდგომ იქნება ძალაში, რაც გამოქვეყნდება საჯაროდ და როდესაც ნებისმიერ მომხმარებელს შეკვეთის გაფორმების წინ ექნება საშუალება გაეცნოს მას. 

ვებ გვერდზე განთავსებული პროდუქცია აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, სერტიფიცირებულია და ნებადართულია რეალიზაციისთვის.

ვებ გვერდზე რეგისტრირებული დამკვეთი უკვეთავს მიმწოდებელს განთავსებული პროდუქციიდან სასურველ პროდუქტ(ებ)ს, სასურველი რაოდენობით, ხოლო მიმწოდებელი უზრუნველყოფს დამკვეთის მიერ შეკვეთილი პროდუქტ(ებ)ის მიწოდებას. პროდუქტს მომხმარებელს მიაწოდებს Unbox.wine-ის კურიერები.

რეგისტრაცია

ყველა მომხმარებელს შეუძლია დარეგისტრირდეს Unbox.wine-ზე და შექმნას საკუთარი პროფილი, რომლის მეშვეობითაც მას შეეძლება შეუკვეთოს პროდუქცია და მიიღოს იგი სასურველი მიწოდების სერვისით. მომხმარებელმა ანგარიშის შექმნისას უნდა მიუთითოს სწორი ინფორმაცია, მათ შორის: მომხმარებლის სახელი/გვარი, პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო კოდი, ელ.ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი, საბანკო ბარათის მონაცემები და სხვა პერსონალური მონაცემები. თქვენ გაქვთ უფლება არ დარეგისტრირდეთ და არ ისარგებლოთ Unbox.wine-ის მომსახურებით და შესაბამისად არ გაგვიზიაროთ პერსონალური მონაცემები. თუმცა ჩვენი მომსახურებით სარგებლობისთვის მნიშვენლოვანია პერსონალური მონაცემების ჩვენთვის გაზიარება, რადგან მათ გარეშე ვერ შესრულდება მომსახურება.

მომხმარებელი ვალდებულია არ გადასცეს მესამე პირებს ვებ გვერდზე შექმნილი პროფილის მონაცემები და არ დააყენოს საფრთხის წინაშე მისი ანგარიშის მართვა. იმ შემთხვევაში თუ კი თქვენ (მომხმარებლის) მიერ რაიმე სახით პროფილის მონაცემების გაზიარებით მოგადგებათ ნებისმიერი სახის ზიანი, Unbox.wine არ იქნება ამ და მსგავს საკითხებზე პასუხისმგებელი. თქვენ უნდა უზრუნველყოთ თქვენი ანგარიშის კონფიდენციალურობა და არ დაუშვათ მასზე წვდომა ჰქონდეს მესამე პირებს.

ზემოაღნიშნული პირობები ვრცელდება იმ მეწარმე სუბიექტების ანგარიშებზეც, რომლებიც პლატფორმით სარგებლობენ და რეგისტრირებული აქვთ თავიანთი ღვინის მაღაზია/კომპანია.



შეკვეთის გაფორმება

შეკვეთის გასაფორმებლად აუცილებელია, მომხმარებელი დარეგისტრირებული იყოს ვებ გვერდზე. მომხმარებელი ირჩევს სასურველ პროდუქტს და აფორმებს შეკვეთას. შეკვეთის განხორციელების და მიწოდების საფუძველია დამკვეთის მიერ შეკვეთის მიხედვით შესაბამისი ღირებულების ასახვა მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე.

დამკვეთი ვალდებულია შეკვეთის გაფორმებისას ზუსტად და უნაკლოდ მიუთითოს სასურველი პროდუქტ(ებ)ი, მისი რაოდენობა და პროდუქტ(ებ)ის მიღებისთვის/ჩაბარებისთვის საჭირო ინფორმაცია. მომხმარებლის მიერ შეკვეთაში მითითებული ტელეფონის ნომერზე მომხმარებელს უნდა შეეძლოს ზარების მიღება, წინააღმდეგ შემთხვევაში მიწოდება შესაძლებელია გაუქმდეს.

Unbox.wine თავის მომხმარებელს სთავაზობს შემდეგ ხერხებს, იმ შემთხვევაში თუ მათ მიერ შეცდომით დაფიქსირდა შეკვეთა: 

თუ დამკვეთმა შეცდომით მიუთითა შეკვეთის მიწოდების ადგილმდებარეობა, დამკვეთი ვალდებულია შეკვეთის განხორციელებიდან არაუგვიანეს 1 საათისა დააზუსტოს მისამართი. 

იმ შემთხვევაში, თუ დამკვეთმა შეცდომით განახორციელა შეკვეთის გაფორმება (იგულისხმება პროდუქტ(ებ)ის და მათი რაოდენობის არჩევა) ვალდებულია, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს შეკვეთის გაფორმებიდან 1 საათის განმავლობაში, აცნობოს მიმწოდებელს დაშვებული შეცდომის შესახებ და დააზუსტოს მისი შეკვეთა. 

*ზემოაღნიშნული პირობები არ მოქმედებს თბილისში სწრაფი მიტანის სერვისის გამოყენებისას. 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მიუხედავად ზემოაღნიშნულისა დამკვეთის მიერ დაშვებულ ნებისმიერი ტიპის შეცდომაზე/დაუდევრობაზე/გაუფრთხილებლობაზე (და არა მხოლოდ) პასუხისმგებლობა ეკისრება თავად დამკვეთს. 

დამკვეთს უფლება აქვს გააუქმოს შეკვეთა, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ შეკვეთის გაფორმებიდან გასულია არაუმეტეს 1 საათისა. აღნიშნულ დროში გაუქმებული შეკვეთის საფასური დამკვეთს დაუბრუნდება, შეკვეთის გაუქმებიდან 3 (სამი) დღის ვადაში. 

*დამკვეთს არ აქვს უფლება გამოიყენოს ზემოთ მითითებული წესები და გააუქმოს შეკვეთა, რომელიც გაფორმდა სწრაფი მიტანის სერვისით.

ჩვენ ვითვალისწინებთ მომხმარებელთა უფლებებს, შესაძლო დაშვებულ შეცდომებს და შესაბამისად ვადგენთ მსგავსი საკითხების ორივე მხარისთვის სასაგებლო გადაწყვეტის პოლიტიკას.

 *ამიტომ, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აქ მოცემული წესების დარღვევით გაუქმებული შეკვეთის შემთხვევაში Unbox.wine არ არის ვალდებული აუნაზღაუროს დამკვეთს პროდუქტ(ებ)ის და მისი მიწოდების მომსახურების საფასური.

მიწოდების პირობები

შეკვეთის მიწოდება ხდება დამკვეთის მიერ მითითებულ მისამართზე, მიწოდებისთვის საჭირო და დადგენილ ვადებში. შეკვეთის მიწოდება ხდება საქართველოს მასშტაბით ქვემოთ მოცემულ ვადებში. ასევე, პროდუქტის ტრანსპორტირება შესაძლოა განხორციელდეს მსოფლიოს მასშტაბით ასეთი შემთხვევისთვის დადგენილი შესაბამისი წესის მიხედვით.

მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს საქართველოს მასშტაბით შეკვეთის მიწოდების სერვისის ქვემოთ მოცემული ვარიაციებიდან სასურველი:

ადგილმდებარეობა

მიწოდების ხერხი

ტარიფი






თბილისი

სწრაფი მიტანის სერვისი – შეკვეთის განხორციელებიდან მიტანისთვის საჭირო დროში (ტერიტორიული დისტანციის გათვალისწინებით), რომლის შესახებ დამკვეთს ინფორმაცია ექნება შეკვეთის განხორციელებისთანავე და შეუძლია თვალი ადევნოს კურიერის გადაადგილებას. ასეთი ტიპის შეკვეთა დამკვეთს ჩაბარდება არაუგვიანეს შეკვეთის განხორციელებიდან 2 საათის განმავლობაში.

10 (ათი) ლარი

 

მიტანის სერვისი – პროდუქტ(ებ)ი მიეწოდება დამკვეთს, შეკვეთის განხორციელებიდან არაუგვიანეს 24 საათში (1 დღე).

7 (შვიდი) ლარი 

 

სტანდარტული მიტანის სერვისი – პროდუქტ(ებ)ის მიეწოდება დამკვეთს, შეკვეთის განხორციელებიდან არაუგვიანეს 72 საათის (3 დღე)  განმავლობაში.

5 (ხუთი) ლარი


რეგიონები

დაჩქარებული მიტანის სერვისი – შეკვეთის მიწოდება განხორციელდება დამკვეთის მიერ შეკვეთის გაფორმებიდან 3 დღის განმავლობაში. 

15 (თხუთმეტი) ლარი

 

სტანდარტული მიტანის სერვისი –  შეკვეთის მიწოდება განხორციელდება დამკვეთის მიერ შეკვეტის გაფორმებიდან 5 დღის განმავლობაში.

10 (ათი) ლარი

*მსოფლიოს მასშტაბით პროდუქტ(ებ)ის მიწოდების შესახებ დაკვეთის განხორციელება და მიწოდების პირობები დარეგულირდება უშუალოდ Unbox.wine-თან ქვემოთ მოცემულ საკონტაქტო მონაცემებზე დაკავშირებით. ნებისმიერი საკითხი, რომელიც შეეხება მსოფლიოს მასშტაბით პროდუქტ(ებ)ის შეძენა/მიწოდების ურთიერთობას და მისგან გამომდინარე სხვა საკითხები დარეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით და აქ მოცემული წესების და პირობების მიხედვით, რომელიც შეესაბამება განსახილველ შემთხვევებს, მიუხედავად იმისა, თუ სერვისის შეკვეთა რა გეოგრაფიული ადგილმდებარეობიდან განხორციელდა, რა ტექნიკური ან/და სხვა საშუალებით (სატელეფონო/ელ. ფოსტის ან/და ნებისმიერი ხერხი, რომელიც მხარეთა შორის შეთანხმდა და ადასტურებს მათ შეკვეთის გაფორმებას) მოხდა შეკვეთის გაფორმება, მისი ანგარიშსწორება ან/და შეკვეთის მიწოდება. დამკვეთის მიერ აღნიშნული სერვისით სარგებლობა ავტომატურად გულისხმობს, რომ იგი თანახმაა ზემოთ აღნიშნულ პირობაზე, რომ ვებ გვერდსა და მას შორის წინამდებარე ვებ გვერდის პროდუქციასთან/მომსახურებასთან დაკავშირებით არსებული საკითხები დაექვემდებარება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობას აქ მოცმეული წესების თანახმად.

დამკვეთი ვალდებულია შეკვეთაში მიუთითოს ისეთი საკონტაქტო ნომერი/მონაცემი, რომლზეც შეუზღუდავად შეუძლია წვდომა, სულ მცირე იქამდე, სანამ შეკვეთა არ მიეწოდება. ასევე, ვალდებულია შეკვეთაში დააფიქსიროს, ისეტი მისამართი  სადაც ფაქტობრივად იმყოფება იქამდე სანამ არ მიიღებს და ჩაიბარებს შეკვეთას. გამონაკლის შემთხვევებში დამკვეთს აქვს ვალდებულება დროულად და გონივრულ ვადებში აცნობოს მიმწოდებელს ნებისმიერი ცვლილების შესახებ, რათა ხელი არ შეეშალოს მას შეკვეთის მიწოდების სერვისის ჯეროვნად/კეთილსინდისიერად განხორციელებაში. თუ, შეკვეთის მიწოდების მისამართის ცვლილება განხორციელდება ისეთ დროს, როდესაც კურიერი უკვე ადრესატის იმ მისამართისკენ გაემართა, რომელიც მისთვის იყო ცვლილებებამდე ცნობილი, შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს Unbox.wine-ს საკურიერო მომსახურების საფასური. 

თუ დამკვეთმა არასწორად/არასრულად მიუთითა მისამართი ან/და მიწოდების რომელიმე პირობა, ასეთი ამანათის ჩაუბარებლობაზე პასუხისმგებლობა არ ეკისრება მიმწოდებელს. ასეთი შემთხვევისას, პროდუქტ(ებ)ი ბრუნდება მისი გაცემის პუნქტში. 

თუ დამკვეთს კიდევ ერთხელ სურს პროდუქტ(ებ)ის მიღება, რადგან პირველი მცდელობისას მის მიერ არასწორად/არაზუსტად მითითებული იყო მიწოდების მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია ან/და კურიერის ადგილზე მისვლის შემთხვევაში დამკვეთი არ იყო ადგილზე, მიუხედავად კურიერის მიერ დამკვეთის გაფრთხილებისა, შესაბამისად ხელმოერედ იხდის მხოლოდ მიწოდების დადგენილ საფასურს. დამკვეთს ასევე შეუძლია დაუკავშირდეს მიმწოდებელს ვებ გვერდზე განთავსებულ საკონტაქტო ინფორმაციის მეშვეობით და თავად გაიტანოს პროდუქტ(ებ)ი მათი გაცემის პუნქტიდან, თუ ასეთი არის შესაძლებელი. მიმწოდებელი არ განახორციელებს არანაირ ქმედებას, სანამ დამკვეთი თავად არ დაუკავშირდება და არ დააზუსტებს მიწოდების მისამართს, მონაცემებს ან/და არ აირჩევს ხელმოერედ პროდუქტის მიღების წესს. ასეთ შემთხვევებში, როდესაც მიუწოდებლობა არ გამომდინარეობს მიმწოდებლის ბრალით პროდუქტის საფასური უკან არ ბრუნდება, ხოლო პროდუქტის გატანა/მიღება დამკვეთს მისი ნების და შეთავაზებული ხერხების მეშვეობით შეუძლია აქ დადგენილი წესებით და პირობებით. თუ მომხმარებელი შეძენილ პროდუქტს არ გაიტანს/არ ჩაიბარებს მისი შეკვეთიდან 1 (ერთი) თვის განმავლობაში, აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომ პროდუქტი ისევ მიმწოდებლის საკუთრებად ითვლება. 

Unbox.wine-ის ვებ გვერდზე განთავსებული ინფორმაცია მუდმივ რეჟიმში განახლდება მომხმარებლისთვის მაქსიმალური კომფორტის შესაქმნელად. თუმცა, თუ გამონაკლის შემთხვევებში ტექნიკური ხარვეზის ან/და სხვა გარემოებიდან გამომდინარე შეკვეთის მიღების დადასტურების მიუხედავად შეკვეთაში მითითებული პროდუქციის მიწოდება შეუძლებელი იქნება, Unbox.wine დაგიკავშირდებათ შეკვეთის დადასტურებიდან 2 საათის განმავლობაში და ეცდება შემოგთავაზოთ საუკეთესო ალტერნატივა ან/და დაგიბრუნებთ შეკვეთის საფასურს (იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიდაც ვერ განხორციელდება პროდუქტის მიწოდება). 

ანგარიშსწორების პირობები

მომხმარებელი რეგისტრაციისას ავსებს მოთხოვნილ გრაფებს, რომელიც გულისხმობს მისი საბანკო ანგარიშის მიბმას, რათა მომხმარებელმა შეძლოს შეკვეთის განხორციელება და ამისთვის საჭირო შესყიდვის განხორციელება.

რეგისტრირებული/ავტორიზებული მომხმარებელი თავისი ანგარიშიდან ახდენს სასურველი პროდუქტის შერჩევას და მიყვება ვებ გევრდის წესების მიხედვით შეძენისთვის საჭირო ინსტრუქციას. შეკვეთის განხორციელებისათვის შეკვეთის საფასურის ანგარიშსწორებისთვის ირჩევს სასურველი ბანკის მომსახურებას, და შეჰყავს ბარათის მონაცემები, რომელთა მეშვეობით განხორციელდება შესაბამისი ტრანზაქცია Unbox.wine-ის ანგარიშზე. შესაბამისად Unbox.wine სარგებლობს მესამე პირის, ანუ გადახდის პროვაიდერის მომსახურებით, რათა თქვენი ანგარიშსწორება განხორციელდეს. Unbox.wine-ის ანგარიშზე თანხის ასახვის მომენტიდან Unbox.wine შეუდგება ადრესატისთვის გადასაცემი პროდუქციის გამზადებას!

წინამდებარე წესებსა და პირობებში მოცემულ შემთხვევებში, როდესაც მიმწოდებელმა შეკვეთის თანხა უნდა დაუბრუნოს დამკვეთს, ასეთი სახის ანგარიშწორება მიმწოდებლისგან განხორციელდება მხოლოდ იმ საბანკო მონაცემებზე, რომლიდანაც შესრულდა მომსახურების საფასურის გადახდა ან/და მითითებული იყო დარეგისტრირებულ პროფილზე შეკვეთის განხორციელების მომენტში.

მხარეთა უფლებები და მოვალეობები

Unbox.wine/მიმწოდებელი მზად არის:

  • მიაწოდოს დამკვეთს/მომხმარებელს შეკვეთით გათვალისწინებული პროდუქცია, დამკვეთის მიერ არჩეული მიწოდების ხერხით და ვადაში, შეკვეთაში დაფიქსირებულ მისამართზე;
  • მიაწოდოს დამკვეთს შეთანხმებული ხარისხის პროდუქცია;
  • მიაწოდოს ინფორმაცია დამკვეთს თავისი შეკვეთის სტატუსის შესახებ;
  • უზრუნველყოს მომხმარებლის გამართული წვდომა ვებ გვერდზე, გარდა გაუთვალისწინებელ/უკონტროლო გამონაკლის შემთხვევებისა;
  • აუნაზღაუროს დამკვეთს მისი ბრალით მიუწოდებელი შეკვეთის საფასური;

მომხმარებელი მზად არის:

  • გააკონტროლოს და დაიცვას საკუთარი ანგარიში მესამე პირებისგან და მისი უკანონო მოხმარებისგან;
  • მიაწოდოს ვებ გვერდს მისი პიროვნების შესახებ მხოლოდ ნამდვილი და სწორი ინფორმაცია და არ დაუშვას მონაცემთა გაყალბება;
  • მუდმივი წვდომა ჰქონდეს იმ საკონტაქტო ინფორმაციებზე, რომელსაც მიუთითებს პროფილის შექმნისას; წინააღმდეგ შემთხვევაში Unbox.wine პასუხს არ აგებს ასეთ საკონტაქტო ბმულზე მისთვის გაზიარებული ინფორმაციის მიუღებლობაზე და ჩაითვლება რომ დამკვეთს მიეწოდა და ეცნობა ასეთი გაგზავნილი/მიწოდებული ნებისმიერი ინფორმაცია;
  • არ გამოიყენოს ბოროტად ვებ გვერდზე განთავსებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია ან/და  კომერციული მიზნებით.
  • არ განახორციელოს წვდომა ნებისმიერი სახის სისტემით/მოწყობილობით, რომლის მიზანსაც წარმოადგენს ვებ გვერდზე დაცული კონფდენციალური ინფორმაციის მოპოვების მიზნით. 
  • პასუხისმგებლობა თავად აიღოს თუ კი მომსახურების ჯეროვნად გაწევაში თავად შეუშალა ხელი მიმწოდებელს;

მხარეთა პასუხისმგებლობა

Unbox.wine და მისი გუნდი მუდმივ რეჟიმში შეეცდებიან უზრუნველყონ ვებ გვერდის გამართული მუშაობა და შექმნან ონლაინ მაღაზიის გამოყენების საუკეთესო პრაქტიკა. გასათვალისწინებელია, რომ Unbox.wine პასუხს არ აგებს პირდაპირ/არაპირდაპირ ზიანისთვის, რომელიც პირს მიადგა გაუფრთხილებლობით/დაუდევარი ქმედებით. ვებ გვერდი და მისი გუნდი პასუხს არ აგებს ვებ გვერდის გამოყენებით გამოწვეულ რაიმე სახის ზიანზე, რომელიც მიზეზობრივ კავშირში არ არის მიმწოდებლის უშუალო ქმედებასთან, იქნება ეს ტექნიკური შეფერხება, გარკვეული ტრანზაქციების გაუქმება/შეჩერება, კიბერუსაფრთხოების შეზღუდვა, კომპიუტერული ვირუსი, მესამე პირების ზემოქმედება, გაუკონტროლებელი ძალის ჩარევა/ზემოქმედება ან/და სხვა სახის სისტემური გაუმართავობა. 

მომხამრებელი თავად არის პასუხისმგებელი თავისი ანგარიშის/პროფილის მართვიდან გამომდინარე შესრულებულ ტრანზაქციებზე და ნებისმიერი სახის ზიანზე. მომხმარებელი ვალდებულია არ გახადოს მისი ანგარიში/პროფილი მესამე პირებისათვის ხელმისაწვდომი, რადგან აღნიშნულ შემთხვევაში ასეთი სახის ზიანზე სრული პასუხისმგებლობა მას ეკისრება. 

Unbox.wine ვერ იქნება პასუხისმგებელი ისეთი შემთხვევებისთვის, რომელიც მისი კონტროლის მიღმაა, როგორც ტექნიკურად, მორალურად, არსობრივად, ფაქტობრივად და უფლებრივად. Unbox.wine პასუხისმგებელია მხოლოდ განზრახ ზიანის მიყენებაზე და უხეშ გაუფრთხილებლობაზე, რომელიც გამომდინარეობს და პირდაპირ მიზეზობრივ კავშირშია მის ქმედებასთან. ზიანის ანაზღაურება შეიძლება დაეკისროს მიმწოდებელს იმ მოცულობით რა მოცულობითაც მას უნდა განეხორციელებინა სერვისი კონკრეტულ მომხმარებლის წინაშე და ვერ/არ შეასრულა მომსახურება, კონკრეტული დაკვეთიდან გამომდინარე (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

Unbox.wine-ის ვებ გვერდზე რეგისტრაცია შეუძლიათ მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სრულწლოვან პირებს. რეგისტრაციის/ავტორიზაციის გავლის გარეშე დაუშვებელია პროდუქციის შეძენა, რაც იმის გარანტიას ქმნის რომ გაკონტროლებული იყოს შემსყიდველთა უფლებრივი შესაბამისობა შესაკვეთ პროდუქციასთან. ფიზიკური პირი, რეგისტრაციით/ავოტირზაციით ადასტურებს იმას, რომ არის სრულწლოვანი საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით. ისეთ შემთხვევებში, როდესაც ვებ გვერდის კონტროლს მიღმაა და შეკვეთას ფქტობრივად ახორციელებს არასრულწლოვანი, რომელზეც ინფორმაცია არ აქვს ვებ გვერდს, რადგან ფაქტობრივად შეკვეთა ხორციელდება ყველა წესის დაცვით, პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ ანგარიშის/პროფილის მფლობელს, ვისი პროფილიდანაც განხოერციელდა შეკვეთის გაფორმება. ასეთ და სხვა გაუკონტროლებელ შემთხვევებზე Unbox.wine არ აგებს პასუხს. 

Unbox.wine არ აგებს პასუხს ფორსმაჟორული გარემოებებში მიწოდების ვადებში პროდუქციის მიუწოდებლობაზე ან/და მესამე პირების ან/და რაიმე ძალის/ზემოქმედების გამო მომსახურების განხორციელების შეფერხებაზე. ფორსმაჟორული გარემოებად ითვლება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი გარემოება, სიტუაცია, რომელიც გამოწვეულია დაუძლეველი ძალით და მისი თავიდან აცილება შეუძლებელია (ნებისმიერი სტიქიური მოვლენა, გაფიცვები, ომები, ადმინისტრაციული აქტებით, პანდემიური სიტუაციიდან გამომდინარე უშუალოდ მომსახურების განხორციელების ხელშემშლელი გარემოებით და ა.შ.). 

Unbox.wine პასუხს არ აგებს ვებ გვერდზე განთავსებული ნებისმეირი სახის ინფორმაციის გამოყენებით/გამოუყენლობით პირდაპირ/არაპირდაპირ ზიანზე, როდესაც ასეთი გამოყენება/გამოუყენლობა არ ემსახურება ვებ გვერდის მუშაობის და ინფორმაციის არსებობის მთავარ მიზანს.

დაუშვებელია შეძენილი პროდუქციის დაბრუნება, გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევებისა, რომელიც პირდაპირ და ზუსტად არის აღწერილი წინამდებარე წესებსა და პირობებში.