სტატიები

უძველესი, უნიკალური და ახალი ქართული ღვინო მსოფლიო ასპარეზზე

udzvelesi-unikaluri-da-axali-qartuli-gvino-msoflio-asparezze

უკვე მრავალი საუკუნეა, რაც ღვინო ქართული იდენტობისა და კულტურის ორგანულ ნაწილს წარმოადგენს. სწორედ ღვინის წარმოების 8000-წლიანი ისტორია და ამის დამადასტურებელი არქეოლოგიური წყაროები არის მიზეზი, რატომაც საქართველოს მსოფლიოს ასპარეზზე მოიხსენიებენ როგორც “ღვინის აკვანს”.

საქართველოს კლიმატი და ნიადაგის მახასიათებლები იდეალური პირობებს ქმნის ღვინის წარმოებისთვის – ჩვეულებრივ, ზაფხული მზიანია, ზამთარი კი რბილი. ამასთან ერთად, ქვეყანა მდიდარია ბუნებრივი წყაროებით, რომლებიც კავკასიის მთებიდან მოდის და ხეობებში ჩაედინება.

ამდენად, ქართველმა გლეხმა გამოიყენა ხელსაყრელი გარემო პირობები და საუკუნეების წინ დაიწყო ყურძნის მოყვანა, ღვინო კი ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილი გახდა. საქართველოში, უმეტეს ოჯახში, ღვინოს სახლში ამზადებენ და ინახავენ საკუთარ მარნებში. ღვინო ქართველებისთვის არა მხოლოდ გამორჩეული სასმელი, არამედ თავისუფლების, ინდივიდუალობისა და შემოქმედების სიმბოლოა.

გარდა იმისა რომ ღვინოს თითქმის ყველა ქართულ ოჯახში ამზადებენ, ბოლო პერიოდში გაიზარდა კომერციული საწარმოების რიცხვიც. თუმცა, ჯერჯერობით, ტრადიციული ქართული ვაზის ჯიშები მსოფლიოში მაინც ნაკლებადაა ცნობილი. მაშინ როდესაც საქართველოს ღვინის მრავალფეროვნება მისი ძლიერი მხარეა და ქვეყენაში 400ზე მეტი ვაზის ჯიშია, მხოლოდ 38 მოჰყავთ კომერციული მეღვინეობისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ ქართული ღვინის ტრადიცია უკვე 8000 წელზე მეტია გრძელდება, საერთაშორისო ასპარეზზე იგი ხელახალი აღმოჩენის, განახლებისა და ზრდის პერიოდშია. UnboxWine სწორედ ამ სიახლის ნაწილია და გულისხმობს უძველესის სრულიად ახლებური ფორმით შეთავაზებას. მომხმარებლებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან საშუალებას ვაძლევთ გაგვიზიარონ საკუთარი გემოვნება, არჩევანს კი გააკეთებს ჩვენი ექსპერტთა ჯგუფი.  მომხმარებელი UnboxWine -ს მიერ შედგენილ ღვინის ნაკრებს სპეციალურად მისთვის შექმნილი ყუთით მიიღებს.

ასე რომ, გაეცანით უძველეს, უნიკალურ და უცნობ გემოებს UnboxWine-თან ერთად!