სტატიები

თუ გსურს სასაჩუქრე ღვინის შერჩევა, ეს შეცდომები არ დაუშვა!

tu-gsurs-sasachuqre-gvinis-shercheva-es-shecdoma-ar-daushva

ბოთლი ღვინო, მართლაც, ერთ-ერთი გამორჩეული საჩუქარია სადაც არ უნდა მიგვქონდეს – იუბილართან დაბადების დღეზე, წვეულებაზე, დღესასწაულზე მეგობართან თუ სხვა. თუმცა, მაშინ, როდესაც არჩევანი საკმაოდ დიდია, ხოლო ბოთლის ეტიკეტი და შეფუთვა ძალზედ მრავალფეროვანი, ძნელია სწორი არჩევნის გაკეთება. ქვემოთ  გაგაცნობთ ყველაზე მეტად გავრცელებულ შეცდომებს, რომელსაც ადამიანები ღვინის შერჩევის დროს უშვებენ.

უარი რჩევის მიღებაზე

მიიღო რჩევა ადამიანისგან, რომელსაც საკითხის ექსპერტული ცოდნა აქვს, ყოველთვის გამართლებული ნაბიჯია. ისინი სიღრმისეულად იცნობენ მთელ ასორტიმენტს, რათა თქვენთვის მაქსიმალურად დამაკმაყოფილებელი ვარიანტი შეარჩიონ. ასე რომ, ნუ მოგერიდებათ რჩევის მიღება.

ღვინის შერჩევა ბოთლის ვიზუალით

დღესდღეობით, საკმაოდ მარტივია, ღვინის ბოთლისთვის პრემიუმ დიზაინის შერჩევა, თუმცა ეს არაფერს ამბობს მისი წარმოების ისტორიაზე. Ხშირად, ვიზუალი არასწორ მოლოდინს ქმნის, რადგან ყველას შეუძლია გადაიხადოს თანხა დიზაინზე, თუმცა ცოტას თუ შეუძლია დაამზადოს ხარისხიანი ღვინო.

ვარჩევთ ზოგადად და ვივიწყებთ ადრესატს

როდესაც ადამიანისთვის საჩუქარს არჩევ, მნიშვნელოვანია იყოს ადრესატზე და მის Გემოვნებაზე მორგებული და არა უბრალოდ ძვირფასი საჩუქარი. როდესაც გადაწყვეტთ რომ ღვინის ბოთლი აჩუქოთ, ეცადეთ, იგი ასოცირებული იყოს ადრესატის საყვარელ ადგილთან ან ღვინის დასახელება კავშირში იყოს მისთვის ახლობელ ელემენტთან. მეტიც, შეგიძლიათ, საჩუქარს თან დაურთოთ ბარათიც, სადაც მითითებული იქნება, თუ რატომ აირჩიეთ ეს კონკრეტული ღვინო მისთვის.

ღვინის შერჩევა აქციის მიხედვით

მაღაზიის თაროებზე აქციის ნიშნულები ხშირად იქცევს მომხმარებლის ყურადღბას და ხშირად რთულია გვერდი აუარო დღის ან კვირის “საუკეთესო შეთავაზებას”. თუმცა, არ დაგავიწყდეთ, ეს სულაც არ ნიშნავს იგი საუკეთესო ვარიანტია თქვენი ადრესატისთვის.

პროდუქტის შერჩევა  ფასის მიხედვით

ხშირად ვფიქრობთ, რამდენი უნდა დავხარჯოთ ღვინის ბოთლზე, მაგრამ არ დაგავიწყდეთ სიფრთხილის გამოჩენაც. ღვინის ფასზე მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას  წარმოების პროცესიდან გადასახადებამდე და ამდენად, ფასი არ არის ხარისხის პირდაპირპროპორციული.

UnboxWine სწორედ იმისთვის შეიქმნა, რომ დაგეხმაროს ღვინის შერჩევაში და გავრცელებულ შეცდომებსაც თავი აარიდოთ! არ დაგავიწყდეთ, თუ ღვინოს სწორად შეარჩევთ, იგი საუკესო საჩუქარია ნებისმიერი ადრესატისთვის!