თუ გსურს შენი კერძისთვის ღვინო სწორად შეარჩიო და სტუმრებზეც უკეთესი შთაბეჭდილება მოახდინო, ნუ ღელავ! რამდენიმე მარტივი წესი დაგეხმარება სწორი არჩევნის გაკეთებაში და თავსაც მეტად თავდაჯერებულად გაგრძნობინებს!
კერძი და ღვინო უნდა იყოს ერთნაირი სიმძიმის
რა თქმა უნდა, როდესაც სიმძიმეზე ვსაუბრობთ, არ ვგულისხმობთ კილოგრამებს. თუ კერძი არის მსუბუქი და ნაკლებად ცხიმიანი, ასევე მსუბუქი უნდა იყოს ღვინოც.
კერძი და ღვინო ერთმანეთს უნდა უთავსდებოდეს ინტენსივობითა და ხასიათით
ჩვეულებრივ, კერძი და ღვინის არომატი ერთმანეთს ავსებს. შეუთავსეთ რბილი საკვები რბილ ღვინოებს, ხოლო თუ საკვები არის მეტად მძაფრი და ინტენსიური არომატით, მასთან შეთავსებადია ინტენსიური არომატის მქონე ღვინოები.
ტკბილი კერძი ტკბილი ღვინის პირისპირ
მიირთვით ღვინო ისეთივე ტკბილი მაინც, როგორ კერძსაც მიირთმევთ.
წესის თანახმად, ღვინო სულ მცირე ისეთივე ტკბილი ან უფრო ტკბილი უნდა იყოს, ვიდრე კერძი, რომელსაც მასთან მიირთმევთ. ტკბილ საკვებთან მშრალი ღვინო ზედმეტად მჟვე გეჩვენება.
არ დაგავიწყდეთ მჟვიანობის გათვალისწინება
მაღალი მჟავიანობის მქონე ღვინოები, მეტად შეთავსებადია ცხიმიან საკვებთან.
თუ მიირთმევთ მაღალი მჟვიანობის მქონე კერძს – მაგალითად სალათს ძმარზე დაფუძნებული დრესინგით, შეგიძლიათ მას მშრალი ღვინო დაუწყვილოთ.
ცხარე კერძი ცხარე ღვინით ბალანსდება
ძლიერ სანელებლებს, მაგალითად როგორიცაა ცხარე წიწაკა შეუძლია მარტივად გაანეიტრალოს ღვინის არომატი. ამდენად, მას დაბალანსება ასევე ცხარე არომატით ჭირდება.
ასე რომ, ხარისხიანი ღვინის შერჩევა საკვანძო საკითხია, თუმცა პროცესი ამით არ სრულდება. Მნიშვნელოვანია, ღვინო სწორად შეესაბამებოდეს თქვენს მიერ შერჩეულ კერძს. UnboxWine კი სწორედ იმისთვის შეიქმნა, რომ თქვენს გემოვნებაზე და საჭიროებებზე მორგებული ღვინო შემოგთავაზოთ.