კითხვა-პასუხი

თქვენს დასახმარებლად, მომხმარებელთა მომსახურების ჯგუფმა უპასუხა ხშირად დასმულ კითხვებს. თუ ვერ იპოვით თქვენთვის საჭირო პასუხს ქვემოთ მოცემულ სიაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ დახმარებისთვის.

რა არის Unboxwine?

Unboxwine არის უნიკალური კონცეფციის ღვინის ონლაინ მაღაზია, საიდანაც შეგიძლია გამოიწერო სპეციალურად შენზე მორგებული ღვინის ნაკრები.

რატომ უნდა გამოიწერო ღვინო Unboxwine-დან?

ჩვენი მიზანია, თქვენი ინდივიდუალური გემოვნების შესაბამისად დაგეხმაროთ ღვინის შერჩევაში და შემოგთავაზოთ ახალი გამოცდილება.

შესაძლებელია თუ არა შეკვეთა სხვა ქვეყნებიდან?

ღვინის შეკვეთა შესაძლებელია მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, გზავნილის ტრანსპორტირება კი  ___ ფოსტა უზრუნველყოფს.

შეგახსენებთ, ნებისმიერ ქვეყანაში მოქმედებს სამართლებრივი აქტები, რომლებიც არეგულირებს ან ზღუდავს პირადი მოხმარების მიზნით ალკოჰოლის შეტანას ქვეყნის ტერიტორიაზე. გირჩევთ გაეცნოთ რეგულაციებს, საბაჟო პროცედურების თავიდან აცილების მიზნით.

ხოლო გზავნილს მიიღებთ __ სამუშაო დღის განმავლობაში, თანხა კი ანგარიშდება ყველა ქვეყნისთვის ინდივიდუალურად, გზავნილის მოცულობის გათვალისწინებით.

რა არის მიტანის საფასური და რამდენ ხანში ხდება პროდუქციის სასურველ მისამართზე მიწოდება?

_ ლარამდე პროდუქციის მიწოდება | _ ლარი.

_ ლარზე მეტი ღირებულების პროდუქციის მიწოდება | უფასო.

 

საქართველოს მასშტაბით, 17:00  საათამდე მიღებული შეკვეთის მიწოდება ხდება იმავე დღეს, ხოლო 17:00  საათის შემდეგ მიღებული შეკვეთები გაიცემა მომდევნო დღეს, დღის ბოლომდე.

რა მოხდება, თუ პროდუქტი აღმოჩნდება დაზიანებული ან გაფუჭებული?

თუ მიიღებთ ისეთ პროდუქტს, რომელიც არ შეესაბამება საიტზე შეკვეთილს ან აღმოჩნდება დაზიანებული/გაფუჭებული, თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ პროდუქტის გამოცვლა და სხვა პროდუქტის შეკვეთა იმავე თანხის ფარგლებში. ამისათვის საჭიროა წარმოადგინოთ ხარვეზიანი პროდუქტის ნიმუში. ხოლო რეგიონებისა და სხვა ქვეყნების შემთხვევაში, კომპანია პასუხს არ აგებს ნივთის უსაფრთხოებაზე იქიდან გამომდინარე, რომ ტრანპოსრიტებას ახდენენ საფოსტო კომპანიები ჩვენგან დამოუკიდებლად.

მაქვს თუ არა გარანტია, რომ შეძენილი პროდუქტი მომეწონება?

ჩვენ ვიცით, რომ სიახლე გარკვეულ რისკებთან არისდაკავშირებული, ჩვენი გუნდი კი ცდილობს ეს რისკები მინიმუმამდე დაიყვანოს თქვენი გემოვნების, გმოცდილებისა თუ უკუკავშირების მაქსიმალური შესწავლით. თუ რაიმე მიზეზით ბოლომდე კმაყოფილი არ აღმოჩნდებით, ჩვენ აუცილებლად ვეცდებით ამის გამოსწორებას.

როგორ გადავიხადოთ?

ანგარიშსწორება ხდება VISA/MasterCard ბარათის საშუალებით. გულდასმით შეიყვანეთ თქვენი ბარათის ინფორმაცია შესაბამის ველებში.

რამდენად უსაფრთხოა ონლაინ შესყიდვა?

ონლაინ შესყიდვა ჩვენს საიტზე ხორციელდება __ბანკის მხარდაჭერით და ყველა ოპერაცია სრულდება დაცულ სერვერებზე. ჩვენ არ მიგვიწვდება ხელი თქვენს საბანკო ანგარიშზე, რომელსაც იყენებთ ტრანზაქციის დროს. ასევე არ ვასაჯაროებთ ინფორმაციას, რომელიც საიტზე შეგყავთ რეგისტრაციის და შეკვეთის განხორციელების დროს. თქვენ შესახებ ინფორმაციის მესამე მხარეზე გაცემა შეიძლება მოხდეს მხოლოდ კანონით გათვალისწინებული შემთხვევის დროს.

გაქვთ სხვა კითხვა?

აუცილებლად მოგვწერეთ მეილზე ….. და უმოკლეს დროში მიიღებთ ამომწურავ პასუხს.