ჩვენ შესახებ

ჩვენ გვჯერა, რომ ღვინოს თავისი ხასიათი აქვს, რომელიც ვაზის ჩაყრიდან ღვინის ჩამოსხმამდე განვლილ თითოეულ ეტაპზე ფორმირდება და ამდენად, თითოეულ ბოთლ ღვინოსაც საკუთარი ადრესატი ყავს, რომელთან ერთადაც იგი საუკეთსო სინთზს ქმნის. 

სწორედ ამ ხედვით, ჩვენმა გუნდმა ონლაინ პლატფორმა Winestory შექმნა, რომელიც მცირე და საშუალო მეღვინეებს აძლევდა უნიკალურ შესაძლებლობას – აეთვისებინათ ციფრული არხები და გაეზარდათ საკუთარი ცნობადობა . პლატფორმის ფარგლებში, მეღვინეები და ღვინის მოყვარულები ერთმანეთს პირდაპირი ფორმით უკავშირდებოდნენ. 

Veriko Guruli

FOUNDER

საკუთარი ხედვების რეალიზებისა და განვითარების შემდგომ ეტაპზე გადასვლის მიზნით, სტარტაპმა კომპანიამ მონაწილეობა მიიღო „შარქ თენქ საქართველოს” პირველ სეზონში და გადაცემის ერთ-ერთი გამარჯვებულიც გახდა. სტარტაპში ინვესტიცია მენი ბენიშმა განახორციელა.

ახალ ეტაპზე, ჩვენმა გუნდმა გადაწყვიტა, მომხმარებლის წინაშე განახლებული პლატფორმა წარედგინა, რომელიც მეტად იქნებოდა მორგებული საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნილებებს. ამდენად, შეიქმნა unbox.wine-ს კონცეფცია, რომელიც ცვლის ღვინის შეძენის ტრადიციულ ფორმებსა და მეთოდებს, სადაც მომხმარებელს არჩევნის გაკეთება თაროზე წარმოდგენილი პროდუქციიდან უხდება.

Unbox.wine გირჩევთ ღვინოს! ჩვენი მიზანია, ღვინის მოყვარულებს პროდუქტი მათი ინდივიდუალური გემოვნების შესაბამისად შეთავაზოთ. თუ, ჩვეულებრივ, მომხმარებელი საკუთარი წარსული გამოცდილებით არჩევს ღვინოს და უარს ამბობს სიახლეზე, Unbox.wine-ში ვცდილობთ განვსაზღვროთ მომხმარებლის სურვილები და მათ ახალი გემოების აღმოჩენაში დავეხმაროთ.